ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 659
2007 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ღონისძიებათა შესახებ
1. ნება დაერთო შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის № 473 განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი სესხის ხარჯზე შეძენილი დ=500 მმ-იანი მილები გამოიყენოს ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესასრულებლად.
2. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“განკარგულების პირველი პუნქტის მიხედვით საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საჭირო დ=500 მმ-იანი მილები შეიძინოს საკუთარი სახსრებით.
3. განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ერთად უზრუნველყოს სათანადო შეთანხმების გაფორმება.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2007.
- როდის იქნა მიღებული „ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“?
- „ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 13.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №659. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“, №659, 13.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2207277/