ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№824
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 21/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №824

2007 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა  შესახებ

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე: 

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) წყალტუბოსა და ცაგერის რაიონებში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა განახორციელოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

2. საქართველოს შესაბამისმა სამინისტროებმა ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით სათანადო ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე