საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიის მოწყობისა და მემორიალის შექმნისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 15/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №24

2009 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიის მოწყობისა და მემორიალის შექმნისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიის მოწყობისა და მემორიალის შექმნასთან დაკავშირებით:

1.    საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მემორიალის (ტერიტორიის მოწყობით) პროექტის (შემდგომში – პროექტი) შექმნისათვის კონკურსის მოწყობა, გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და ავტორ(ებ)ისათვის პრემიის გაცემა. აღნიშნული პრემია განისაზღვროს 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

2.    საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორ(ებ)ზე გასაცემი პრემია ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

3.    „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პროექტის განხორციელების მიზნით, ნება დაერთოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

4.    ეთხოვოს ქალაქ თბილისის მერიას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს საკონკურსო კომისიის მუშაობაში და პროექტის შექმნისა და განხორციელებისათვის გასატარებელ სხვა ღონისძიებებში.

5.    განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        გ. მგალობლიშვილი