სოფელ საქაშეთის ტერიტორიამდე ელექტროენერგიის მიყვანის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№836
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №836

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

სოფელ საქაშეთის ტერიტორიამდე ელექტროენერგიის მიყვანის ღონისძიებათა შესახებ

რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ნაწილის განთავსება დაგეგმილია სოფელ საქაშეთში. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიამდე ელექტროენერგიის უმოკლეს დროში მიყვანის უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური):

ა) საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს 86 795 (ოთხმოცდაექვსი ათას შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის გამოყოფა;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში სს „ენერგო პრო ჯორჯიასთან” ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სოფელ საქაშეთამდე ელექტროენერგიის მიწოდებისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა შესასრულებლად.

2. ამ განკარგულების შესაბამისად აშენებული ობიექტების განკარგვისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერატიულ-ფინანსურ გეგმასა და კვარტალურ განწერაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   გ. მგალობლიშვილი