ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №138
2009 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
დღეისათვის რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიმდინარეობს 300 სახლის მშენებლობა ქალაქ გორში. შესაბამისად, მათი ელექტროენერგიით უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფის მიზნით:
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით“ მისთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს 385 510 ლარის გამოყოფა.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მშენებარე საცხოვრებელი სახლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად შექმნილი ქონების განკარგვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.02.2009.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“?
- „ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 26.02.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №138. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“, №138, 26.02.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2221142/