საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№369
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 30/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№269

2005 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ

1. საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში შეიქმნას შემდეგი სამუშაო ჯგუფები:

ა) ორმხრივი რეგიონალური თანამშრომლობისა და ნორმატიული ბაზის განვითარების ჯგუფი (ჯგუფის ხელმძღვანელი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე);

ბ) შავი ზღვის ფსკერზე უკრაინის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის გაყვანის შესაძლებლობის შემსწავლელი ჯგუფი (ჯგუფის ხელმძღვანელი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე არჩილ მამათელაშვილი);

გ) მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მშენებლობის ჯგუფი (ჯგუფის ხელმძღვანელი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე კახა სეხნიაშვილი);

დ) სასოფლო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის ჯგუფი (ჯგუფის ხელმძღვანელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან დეკანოიძე);

ე) ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის ჯგუფი (ჯგუფის ხელმძღვანელი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი სულხანიშვილი);

ვ) მხარეების ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე საკუთრების უფლებების ცნობის ჯგუფი (ჯგუფის ხელმძღვანელი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე კახა დამენია).

2. სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ ჯგუფების დაკომპლექტება და უმოკლეს დროში თავიანთი მიმართულებების მიხედვით დაიწყონ შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2005.
როდის იქნა მიღებული „საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ“?
„საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ“ მიღებულია 30.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №369. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ“, №369, 30.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2070668/