ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამმიჯნავი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №904
2008 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამმიჯნავი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ
1. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამიჯვნის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
| დავით იოსელიანი | – | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე |
| ივანე გელაშვილი | – | საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე |
| ირაკლი ლეჟავა | – | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი |
| გიორგი შონვაძე | – | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე |
| სერგო წიქარიშვილი | – | საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი |
| პაატა ჭიპაშვილი | – | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახურის უფროსი |
| შალვა ჯავახაძე | – | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი. |
2. კომისიამ ერთ თვეში უზრუნველყოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის არსებულ საზღვართან დაკავშირებული პრობლემური საკითხების შესწავლა და საზღვრის გამიჯვნასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის წარდგენა.
3. კომისია საქმიანობას წყვეტს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის წარდგენისთანავე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პირველი ვიცე-პრემიერი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამმიჯნავი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამმიჯნავი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამმიჯნავი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“?
- „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამმიჯნავი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 23.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №904. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამმიჯნავი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამმიჯნავი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“, №904, 23.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2182178/