ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №458
2006 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ
1. 2006 წლის 18-29 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
| ზურაბ ნოღაიდელი | – | საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე |
| გიორგი გაბაშვილი | – | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე |
| ლევან ვარშალომიძე | – | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, კომისიის თანათავმჯდომარე |
|
დავით ბედია |
– | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი |
| ეკატერინე გიგაური | – | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე |
| დავით ნამგალაური | – | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| მამუკა ნაკაშიძე | – | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| ალექსი ჩიკვაიძე | – | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| ლევან ჭოლაძე | – | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. |
2. კომისიამ განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები მიმდინარე წელს ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის შეუფერხებლად და მაღალ დონეზე გამართვის უზრუნველსაყოფად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ–მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2006.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“?
- „ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 27.09.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №458. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“, №458, 27.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2051214/