ზოგიერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 01/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №42

2008 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“საქართველოს პრე­ზი­დენტის 2004 წლის 14 თებერვლის № 61 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართვე­ლოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრის № 33 ბრძანე­ბულების  მე-2 პუნქტის შესაბამისად კონფლიქტების მოგვარების სა­კითხებში, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებსა და რეფორ­მების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სა­ხელმწიფო მინის­ტრების აპარატების (შემდგომში – აპარატები) ლიკ­ვიდაციის ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნ­ველ­ყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შე­მად­გენლობით:

ჯამბულ ბაკურაძე –საქართველოს მთავრობის კანცელა­რი­ის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

თამაზ ბარაბაძე –           საქართველოს მთავ­რობის კანცე­ლა­რი­ის იურიდიული დეპარტამენ­ტის სამართლებრივი აქ­ტე­ბის პრო­ექ­ტების ექსპერტიზის განყოფილე­ბის მთავარი სპეციალის­ტი

დიმიტრი ბარამია       –საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს იურიდიული დე­პარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულე­ბელი

ნანა დგებუაძე –რეფორმების კოორდინაციის საკით­ხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი

ნინო ენუქიძე –საქართველოს ეკონომიკური განვი­თა­რების სამინის­ტროს იურიდიული დე­პარტამენტის უფროსი

გიორგი ნოზაძე –საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს სამართლებრივი ექსპერტიზის   დე­პარტამენტის უფროსი

დავით ფიცხელაური –სამოქალაქო ინტეგრაციის საკით­ხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი

ნოდარ ხერხეულიძე –კონფლიქტების მოგვარების საკით­ხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი.

2. სალიკვიდაციო კომისიამ 2008 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს:

ა) აპარატების ბალანსზე რიცხული ქონებისა და დები­ტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზა­ცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;

ბ) აპარატების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სა­ხელ­­მწიფო ქონების საქართველოს ეკონომიკური განვითარე­ბის სამინისტროსათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) აპარატებში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) და­მუშავება-სისტემატიზაცია და დაარქივება (საჭიროების შემ­თხვევაში – განადგურება) კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) აპარატების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალის­წი­ნებული წესით თანამშრომელთა გაფრთხილება-გათავი­სუფ­ლე­ბა და გასაცემლის გაცემა;

ე)  აპარატების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონ­მდებ­ლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებათა განხორ­ციე­ლება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე