საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №254
2007 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. „განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების შემუშავების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის №424 განკარგულების შესასრულებლად ბახმაროსა და ურეკის სარეკრეაციო ზონების მიწათსარგებლობის გენერალური გეგ-მების, სარეკრეაციო ზონების ფარგლებში განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების საზღვრების პროექტების, განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების საკადასტრო რუკების, ამ ზონების განაშენიანების რეგულირების გეგმების, აგრეთვე შაორის წყალსაცავის ირგვლივ ინფრასტრუქტურის ობიექტების (წყალმომარაგების, წყალარინების, ელექტრომომარაგების, ნაგავსაყრელის, წრიული გზისა და ესტაკადის) პროექტების შედგენის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოუყოს 1 175 000 (ერთი მილიონ ას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე).
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი