საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№799
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 17/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №799

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2008 წლის იანვარში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევ­ნების მეორე ეტაპის ღონისძიებათა შეუფერხებლად წარ­მარ­თვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გი­ლა­ური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქარ­თველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 3 650 000 (სამი მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუ­ფერ­ხებლად გატარების უზრუნველსაყოფად „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ცენ­ტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოყოფილი თანხებით სა­ხელ­მწიფო შესყიდვა განახორ­ციე­ლოს ერთ პირთან მოლაპა­რაკების საშუალებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                   ვ. გურგენიძე