ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№518
2008 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მიმდინარე წელს უკან დაბრუნების პირობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოუყოს დროებითი ფინანსური დახმარება 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ სახელმწიფო რწუნებულმა – გუბერნატორმა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთულებში (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი ფოთი) ზ. გოროზიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე