ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№264
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №264

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ქ. გორში არსებული ხიდის დაცვის მიზნით მდინარე ლიახვის ნაპირსამაგრი სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ვ. ვარძელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.04.2008.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 24.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №264. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.04.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №264, 24.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2183158/