ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№131
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 15/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №131

2008 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან გარდაბის მუნიცი­პალი­ტეტის გამგეობას გამოუყოს 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი სოფელ ფოლადაანთკარში შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

– სასმელი წყლის რეაბილიტაცია – 153 000 (ას ორმოც­დაცამეტი ათასი) ლარი;

– პოლიციისათვის შენობის შეძენა და მისი რეაბი­ლიტა­ცია – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციე­ლონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ბოლ­ნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წა­ლკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუ­ს­თავის ადმინის­ტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ზ. მე­ლი­ქიშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გი­ლაური).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე