გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№746
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №746

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გორისა და ქარელის მუნი­ციპალიტეტების გამგეობებს გამოუყოს 528 000 (ხუთას ოცდარვა ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაად­გილებულ პირთა საკვებით უზრუნველყოფისათვის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი;

ბ) დევნილი მოსახლეობისათვის შეშის საცხოვრებელ ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის გორის მუნიციპალი­ტე­ტის გამგეობას – 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 108 000 (ას რვა ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველ­სა­ყოფად მუნიციპალიტეტებმა სახელმწიფო შესყიდვები განა­ხორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ცი­ელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა (გო­რის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) ვ. ვარ­ძელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გი­ლა­ური).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი