სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№643
2008 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 1 260 000 (ერთი მილიონ ორას სამოცი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტს – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
დ) თელავის მუნიციპალიტეტს – 100 000 (ასი ათასი) ლარი;
ე) გარდაბანის მუნიციპალიტეტს – 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი;
ვ) ვანის მუნიციპალიტეტს – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
ზ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
თ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. „სახელწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტებმა შესყიდვები განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული მართვის საკითხებში დ. ტყეშელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე