ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№697
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №697

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებულად გამართვისათვის, კერძოდ, ნაძვის ხისა და სანათი მოწყობილობების შესაძენად გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 30 000 (ოცდაათი ათსი) ლარი;

ბ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

დ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად,უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური). ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, ცაგერის მუნიციპალიტეტები) ო. სირაძეს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                      გ. ბარამიძე