ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №684
2007 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ქვემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად:
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – ქ. ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას ქ. №12-ში, გურგენიძის ქ. №10-ში და ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელი ბინების სახურავების შეცვლისათვის, ქ. ამბროლაურის გარე განათებისათვის, სოფელ ლიხეთში მდ. ხეორზე ხიდის მონტაჟისათვის – 100 000 (ასი ათასი) ლარი;
ბ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – საკაო-ხიდაშლების გზის აღდგენითი სამუშაოებისათვის შიდა სასოფლო გზების (ღები, სევა და კომდელი) მოვლა-შეკეთებისათვის, მდინარე მუშუანზე ნაპირსამაგრი გაბიონისათვის, სოფლებში ღებსა და ბარში წყალსადენის სისტემის მოწყობისათვის, ქ. ონის გარე განათებისათვის – 100 000 (ასი ათასი) ლარი;
გ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – სოფლების ჩხუტელის, ლასხანას, ქორენიშის, სურნუშის, დეხვირის, ლუხვანოს, წიფერჩის, ჩქუმის, ზუბის, ისუნდერის, წილამიერის შიდა სასოფლო გზებისა და სოფელ ოყურეშის ხიდის შეკეთებისათვის, ქ. ცაგერის გარე განათებისათვის ქ. ცაგერში კოსტავას ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსის გადახურვისათვის – 100 000 (ასი ათასი) ლარი;
დ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – დაბა ლენტეხში აღმაშენებლის ქუჩაზე 5 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის შეცვლისათვის – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური). ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტები) ო. სირაძეს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე