ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№696
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №696

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები­სათვის“გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) შემდეგ მუნიციპალი­ტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი საახალწლო ღონისძიებებისათვის:

ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

ბ) ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

გ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

დ) ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

ე) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

ზ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

თ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

ი) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

კ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

ლ) საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 000 (ორი ათასი) ლარი;

მ) ქ. ქუთაისის მერიას – 73 000 (სამოცდაცამეტი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური), ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნე­ბულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერ­თეუ­ლებში (ბაღდათი, ვანი, სამტრედია, ხონი, წყალტუბო, ტყი­ბული, თერჯოლა, ზესტაფონი, ხარაგაული, ჭიათურა, საჩხერე, თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი) ა. ბობოხიძეს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                  გ. ბარამიძე