ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№689
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №689

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“გათვალისწინებული ასიგნებებიდან ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, კერძოდ: გზების, ხიდების, ხიდ-ბოგირების, სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების, სარწყავი არხების, მოსაცდელების, წყალსადენებისა და გარე განათების შეკეთება-მშენებლობისათვის გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს:

ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;

ბ) ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი;

გ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი;

დ) ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;

ე) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი;

ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;

ზ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;

თ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი;

ი) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;

კ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;

ლ) საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი;

მ) ქ. ქუთაისის მერიას – 100 000 (ასი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, მუნიციპალიტეტები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი) ა. ბობოხიძეს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                  გ. ბარამიძე

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.11.2007.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 21.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №689. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.11.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №689, 21.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2209626/