ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №691
2007 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“გათვალისწინებული ასიგნებებიდან ინფრასტრუქტურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, კერძოდ, გზების მოხრეშვის, ხიდების გამაგრებისა და რეაბილიტაციის, ნაპირსამაგრი, სასმელი წყლის მიწოდების, აგრეთვე საცხოვრებელი ბინების გადახურვისა და გარე განათების მოწყობის სამუშაოთა შესასრულებლად გამოუყოს 1 430 000 (ერთი მილიონ ოთხას ოცდაათი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 665 000 (ექვსას სამოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 245 000 (ორას ორმოცდახუთი ათასი) ლარი;
გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 190 000 (ას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი;
დ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი;
ე) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი;
ვ) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს ფინანსთა სამინი ს ტრომ, ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი ფოთი) ზ. გოროზიას.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე