ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №690
2007 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, კერძოდ,გზების მოხრეშვის, გაზის ქსელის გაფართოების, გარე განათების, არხების გაწმენდის, მრავალსართულიან სახლებში ლიფტების აღდგენისა და წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოთა უზრუნველყოფის მიზნით გამოუყოს 916 000 (ცხრაას თექვსმეტი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 690 500 (ექვსას ოთხმოცდაათი ათას ხუთასი) ლარი;
ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 125 500 (ას ოცდახუთი ათას ხუთასი) ლარი;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად,უფლება მიეცეთ თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) მ. სვიმონიშვილს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე