ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №790
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საახალწლო ღონისძიებების განსახორციელებლად გამოუყოს 39 000 (ოცდაცხრამეტი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ა) ახალგორის მუნიციპალიტეტს – 13 000 (ცამეტი ათასი) ლარი;
ბ) ერედვის მუნიციპალიტეტს – 10 000 (ათი ათასი) ლარი;
გ) ქურთის მუნიციპალიტეტს – 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარი;
დ) თიღვის თემს – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელმა ორგანოებმა განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრებით შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური), ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დ. სანაკოევს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე