ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№699
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №699

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი;

ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

დ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ე) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, აბაშის მუნიციპალიტეტები) ზ. გოროზიას.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                  გ. ბარამიძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.11.2007.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 21.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №699. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.11.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №699, 21.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2211149/