თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №796
2008 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ჩასახლებული, საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ოჯახების წყლის გამათბობლებით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი რუსთავი) დ. კირკიტაძემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი