ქალაქ ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია- რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №720
2008 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია- რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ქალაქ ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიას ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის აღდგენის ფონდისათვის გადასაცემად დამატებით გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) რწმუნებულმა – გუბერნატორმა ზ. გოროზიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).
პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი