ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№635
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№635

2008 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული ბორჯომ-ბაკურიანის წყალმ ო მარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის მიზნით „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 43 198 (ორმოცდასამი ათას ას ოთხმოცდათვრამეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა გ. ხაჩიძემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე