თვითმმართველ ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№673
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №673

2008 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველ ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გამოყოფის შესახებ

1. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირებასთან დაკავშირებით „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) თვითმმართველ ქალაქ ბათუმს უპროცენტო სესხის სახით გამოუყოს 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარი მიმდინარე წელს აღებული ვალდებულებების დაფარვის მიზნით.

2. სესხის დაბრუნების ბოლო ვადად განისაზღვროს 2009 წლის 31 დეკემბერი.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური), ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ლ. ვარშალომიძეს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე