ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№911
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 25/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №911

2008 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

  ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 116 500 (ას თექვსმეტი ათას ხუთასი) ლარი სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის სველი წერტილების, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად.

2. „სახელწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ვ. ვარძელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   გ. მგალობლიშვილი