საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლებისათვის საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№563
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№563

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლებისათვის საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორ­ციე­ლებელი პროექტების ფონდიდან“საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 13 900 000 (ცამეტი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი, საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების მშენებლობისა და რეაბილიტა­ციისათვის;

ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 12 700 000 (თორმეტი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი, საომარი მოქმე­დე­ბების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სახლე­ბის შესაძენად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რწმუნე­ბუ­ლებმა – გუბერნატორებმა, სახელმწიფო მინისტრმა რეგიო­ნული მართვის საკითხებში დ. ტყეშელაშვილმა და საქარ­თვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კა­ნო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე