საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№519
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 06/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№519

2008 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ბ. კვეზერელი) შპს „მტკვარი-მ“-სათვის საკრედიტო რესურსის გასაცემად გამოუყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი.

2. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ორი წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, სესხის სარგებლად – წლიური ერთპროცენტიანი განაკვეთი.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით გააფორმოს სასესხო ხელშეკრულება შპს „მტკვარი-მ“-სთან.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე