სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 20/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №61

2008 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამე­ლიო­რა­ციო სისტემების ფუნქციონიების ხელშეწყობის ღონისძიე­ბა­თა დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ (ნ. გილაური):

ა) საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გან­საზ­ღვრული სამელი­ორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელ­შეწყობის ღონისძი­ებათა ასიგნებებიდან საკრედიტო რე­სურ­სად გამოყოს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულებები შემდეგ შეზღუდული პასუხისმგებ­ლობის საზოგადოებებთან:

„სიონი-მ“– 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

„ალაზანი-მ“– 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

„მტკვარი-მ“– 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ორი წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, სესხის სარ­გებლად – წლიური ერთპროცენტიანი განაკვეთი;

გ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პ. ცისკარიშვილმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე