საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№375
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 20/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №375

2009 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სა­ქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საქარ­თვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფ­ლის მე­ურ­ნეობის სამინისტროს სსიპ – ვაზისა და ღვინის დე­პარ­­ტა­მენტ „სამტრესტს” პროგრამა „მეღვინეობის განვი­თა­რე­ბის ხელ­­­­შეწყობის ღონისძიებების” დასაფინანსებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნის შესა­ბა­მისად საკ­რე­დიტო რესურსად ორ ეტაპად გამოუყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი (პირველ ეტაპზე – 3 000 000 (სამი მი­ლი­ონი) ლარი, მეორე ეტაპზე – 3 000 000 (სამი მილიონი) ლა­რი);

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტთან” ერ­­თად გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულებები სა­ქარ­თვე­ლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერ­ჩე­ულ საწარმოებთან;

გ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქარ­თვე­ლოს კანონის შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის სამინისტროს წინადადებათა საფუძველზე განახორცი­ელოს შესაბამისი ცვლილებები 2009 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ გან­წერაში.

2. საბიუჯეტო სეს­ხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ხუთი წელი სასესხო ხელშეკრუ­ლე­ბის ხელმოწერის დღიდან, სეს­ხის სარ­გებლად – წლიური ხუთპროცენტიანი განაკვეთი, სა­შეღა­ვათო პერიოდად – ორი წელი.

 

 პრემიერ-მინისტრი            ნიკა გილაური