საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№381
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 27/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №381

2007  წლის  27 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ქართველი და ოსი ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების დასვენების ორგანიზების მიზნით, აგრეთვე მათი ტრანსპორტირებისა და სასტუმროს მომსახურების უზრუნველსაყოფად გამოუყოს 218 000 (ორას თვრამეტი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისათვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                   ზ. ნოღაიდელი