ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ ვაშლის შეუფერხებელი რეალიზაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №602
2007 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ ვაშლის შეუფერხებელი რეალიზაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისაგან ვაშლის შესყიდვის მიზნით საკრედიტო რესურსად გამოუყოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.
2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ (დ. სანაკოევი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს კერძო სამართლის იურიდიული პირის/პირების შერჩევა და საკრედიტო რესურსად გამოყოფილი 800 000 (რვაასი ათასი) ლარის სესხის სახით მათთვის მიცემა.
3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს კერძო სამართლის იურიდიულ პირთან/პირებთან სასესხო ხელშეკრულებების გაფორმება შემდეგი პირობებით:
ა) სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს 12 (თორმეტი) თვე სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;
ბ) წლიური 8 პროცენტი სარგებლის დარიცხვით;
გ) სესხით სარგებლობის ოთხთვიანი შეღავათიანი პერიოდი (სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადახდა იწყება ამ პერიოდის შემდეგ);
დ) სესხის ძირითადი თანხის დაფარვა ხორციელდება შეღავათიანი პერიოდის შემდეგ ყოველთვიურად თანაბარ წილებად, შესაბამისი ოდენობის სარგებლის პროცენტთან ერთად.
4. დადგენილ ვადაში სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ შერჩეულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა/პირებმა მათთვის სესხის მიცემამდე უზრუნველყონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის გარანტიის წარდგენა, ან/და შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა.
5. გამოყოფილი სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლი განახორციელოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ.
6. სესხის მიმღებ საწარმოებს სესხის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში დაეკისროთ პირგასამტეხლო არამიზნობრივად გამოყენებული თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
7. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დ. სანაკოევმა.
8. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი