ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის ფინანსური კომპენსაციის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№351
2005 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის ფინანსური კომპენსაციის გაცემის შესახებ
საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარების მოწესრიგების მიზნით „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის სახელმწიფო სუბსიდირება დადგენილი ლიმიტის ფარგლებში. ლიმიტის ზემოთ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის პირობებში ყაზბეგის რაიონში არსებული სათბურების ფუნქციონირება არარენტაბელური გახდება და დღის წესრიგში დგება მათი დემონტაჟის საკითხი.
ყაზბეგის რაიონში სათბურების მესაკუთრეთა მიერ სათბურების მშენებლობისათვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ:
1. სასათბურე მეურნეობათა ფართობის განსაზღვრის მიზნით შეიქმნას საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ნათია თურნავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
მალხაზ ბეგიაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
დავით ინგოროყვა - საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორი
ისააკ ნოვრუზოვი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
ბესო საბაშვილი - საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე
გიორგი ქირიკაშვილი - ყაზბეგის რაიონის გამგებელი.
2. კომისიამ დაადგინოს ყაზბეგის რაიონში არსებული სასათბურე მეურნეობების ფართობი და ათ დღეში შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
3. ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობის დემონტაჟის შემდეგ თითოეულ მესაკუთრეს გაეწიოს ფინანსური დახმარება კუთვნილი სასათბურე მეურნეობის ფართობის შესაბამისად.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) კომისიის მიერ დადგენილი ფართობის მიხედვით უზრუნველყოს კომპენსაციის გამოყოფა ერთ კვადრატულ მეტრ სათბურზე 35 (ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
5. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე წარმოუდგინოს წინადადებები ყაზბეგის რაიონისათვის ზამთრის საძოვრების გამოყოფის შესახებ.
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ორ თვეში უზრუნველყოს ყაზბეგის რაიონში ტურიზმისა და სხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის შემუშავება.
7. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონა-ლურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი