მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№267
2005 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
მიმდინარე წელს საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დანგრეული მდინარეთა ნაპირების გასამაგრებელი და სხვა სამუშაოების დროულად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) უზრუნველყოს ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 850 000 (რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარის გამოყოფა რაიონების გამგეობებისათვის, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთა მიერ წარმოდგენილი რაიონული განაწილების საფუძველზე.
2. ეთხოვოთ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ო. სირაძეს, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს ზ. ქაჯაიას, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს კ. არდიას, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები და ქ. ცხინვალი) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს მ. ქარელს, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის და ყვარლის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს პ. ცისკარიშვილს, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ვ. მაღლაფერიძეს უზრუნველყონ გამოყოფილი თანხის რაიონების მიხედვით განაწილების შესახებ ინფორმაციის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის.
3. რაიონების გამგეობებმა უზრუნველყონ ზემოაღნიშნულ სამუშაოთა შესრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი