საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყაზბეგის რაიონის სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით ყაზბეგის რაიონის გამგეობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№385
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 21/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№385

2005 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყაზბეგის რაიონის სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით ყაზბეგის რაიონის გამგეობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2005წლის 25 აგვისტოს №351 განკარგულების შესაბამისად ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის ფინანსური კომპენსაციის გასაცემად „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყაზბეგის რაიონის გამგეობას გამოეყოს 5 124 373 ლარი (ხუთი მილიონ ას ოცდაოთხი ათას სამას სამოცდაცამეტი ლარი).

2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორ­ციელება ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტო­რიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ვ. მაღლაფერიძეს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი