ქ. თბილისი ლენტეხის რაიონის მოსახლეობისათვის დიზელის საწვავის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №456
2005 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
ლენტეხის რაიონის მოსახლეობისათვის დიზელის საწვავის გამოყოფის შესახებ
ლენტეხის რაიონში მომხდარი ცნობილი სტიქიური მოვლენების შედეგად ჩაიკეტა სოფლების მისასვლელი გზები, რის გამოც ვერ მოხერხდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოსახლეობისათვის გამოყოფილი საწვავის სრულად მიღება. საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის გამოყოფილი 53 ტონა დიზელის საწვავის ნაცვლად რაიონში შეტანილ იქნა მხოლოდ 26 ტონა. გამოუყენებელი საწვავი გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
უსაწვავოდ დარჩენილი მოსახლეობისათვის დახმარების გასაწევად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ლენტეხის რაიონის მოსახლეობისათვის 26 (ოცდაექვსი) ტონა დიზელის საწვავის შეძენა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ო. სირაძეს.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი