სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის მინერალური სასუქით დახმარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№76
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 22/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №76

2006 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის მინერალური სასუქით დახმარების შესახებ

საგაზაფხულო სამუშაოთა ეფექტიანად შესასრულებლად საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული თითოეული ოჯახისათვის 25 კილოგრამი მინერალური სასუქის (გვარჯილა) გამოყოფის მიზნით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესაბამისი რაოდენობის მინერალური სასუქის შესაძენად და საქართველოს რეგიონებში სასუქის ტრანსპორტირებისათვის.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ„საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველ ეტაპზე გამოუყოს 7 100 000 (შვიდი მილიონ ასი ათასი) ლარი სასუქის შეძენისა და ტრანსპორტირებისათვის.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).

4.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                         ზ. ნოღაიდელი