საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №502
2006 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ
1. საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგებისათვის, კერძოდ: საშუალო წნევის გაზსადენის ცალკეული მონაკვეთის მშენებლობის, ორსაფეხურიანი რეგულირების სისტემის და მარეგულირებელი პუნქტის მოწყობა-დამონტაჟებისა და სოფელ პატარძეულის 1 324 ოჯახის გამრიცხველიანობის მიზნით:
ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განახორციელოს საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგების სამუშაოთა შესრულებისათვის საჭირო შესყიდვები;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საჭიროების შემთხვევაში,თავისი კომპეტენციის ფარგლებში,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში;
გ) ეთხოვოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაითვალისწინოს ამ პუნქტში აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების აუცილებლობა.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.10.2006.
- როდის იქნა მიღებული „საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“?
- „საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 25.10.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №502. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.10.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“, №502, 25.10.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2062195/