ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №6
2007 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
1. 2005 წლის მარტ-აპრილში სტიქიური მოვლენების შედეგად ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 20 000 (ოცი ათასი) ლარი;
ბ) ეთხოვოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარუდგინოს უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახის სახე-ლობითი სია და სათანადო დოკუმენტაცია;
გ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ. ხევიაშვილი) უზრუნველყოს უსახლკაროდ დარჩენილი თითოეული ოჯახისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გადაცემა.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ა. ბობოხიძემ.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.01.2007.
- როდის იქნა მიღებული „ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“?
- „ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“ მიღებულია 10.01.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.01.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“, №6, 10.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2069681/