2007 წლის რთვლის მოწყობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№500
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 14/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№500

2007 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

2007 წლის რთვლის მოწყობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

1. მიმდინარე წელს რთვლის ორგანიზებულად მოწყობის ხელშეწყობის მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტს“ (ვ. მანაგაძე) „2007 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დასაფინანსებლად საკრედიტო რესურსად გამოუყოს 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი) უზრუნველყოს:

ბ.ა) საკრედიტო რესურსად გამოყოფილი 5 500 000 ლარის სესხის სახით გადაცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის 2007 წლის 11 სექტემბრის სხდომის №9 ოქმის საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეული კომპანიებისათვის;

ბ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტსა“და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეულ კომპანიებთან ერთად სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;

გ) სესხის დაბრუნების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს ხუთი წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, წლიური სამი პროცენტი სარგებლის დარიცხვით და ერთ-წლიანი შეღავათიანი პერიოდით;

დ) დადგენილ ვადაში სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების უზრუნველსაყოფად სესხის გაცემი-დან არა უგვიანეს ორი კვირისა კომპანიებმა უზრუნველყონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შესაბამისი საბანკო (სადაზღვევო კომპანიის) გარანტიების წარდგენა ან/და შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ-ციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პ. ცისკარიშვილმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2007 წლის რთვლის მოწყობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „2007 წლის რთვლის მოწყობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.09.2007.
როდის იქნა მიღებული „2007 წლის რთვლის მოწყობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“?
„2007 წლის რთვლის მოწყობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 14.09.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №500. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „2007 წლის რთვლის მოწყობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.09.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „2007 წლის რთვლის მოწყობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“, №500, 14.09.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2063404/