„დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№263
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 30/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №263

2007 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 43-ე მუხლით და „დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განსახორციელებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):

ა) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 43-ე მუხლით (საბიუჯეტო კოდი 26 21) გათვალისწინებული ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსად გამოყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად გაუფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება სს „პროკრედიტ ბანკს“;

ბ) საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განსაზღვროს ხუთი წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, სესხის სარგებლად – წლიური ორპროცენტიანი განაკვეთი;

გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული, აგრეთვე მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის საკოორდინაციო, საინფორმაციო, მარკეტინგული, ტრენინგებისა და სხვა უზრუნველმყოფელი ღონისძიებების დაფინანსების საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინადადებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი