გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2054
2015 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
1. „აჭარაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის №705 განკარგულების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სათხილამურო ტურიზმის განვითარების მიზნით, გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების და თანამედროვე სტანდარტების სათხილამურო კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გამოყოფილი 8 000 000 (რვა მილიონი) ლარიდან 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი სახელმწიფოს სახელით მიღებულ იქნეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემდგომში შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდით მიზნით, გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებისათვის.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.09.2015.
- როდის იქნა მიღებული „გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“?
- „გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 23.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2054. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020012.
- სად არის „გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.09.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“, №2054, 23.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020012 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3001845/