ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№309
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016691
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის
განკარგულება №309

2014 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“, რომლის მიმართაც დაწყებულია გაკოტ­რე­ბის საქმის წარმოება, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგ­ლებ­ში მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მი­მართ წარმოქმნილი აქვს დიდი ოდენობით კრედიტორული დავალიანე­ბები, რის გამოც აღნიშნულ დაწესებულებებს შეექმნათ ფინანსური სირ­თულეები
.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული სამედიცინო დაწე­სებულებების მიერ სამედიცინო მომსახურებების უწყვეტად და შეუფერ­ხებლად განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსით უზრუნველ­ყოფის მიზნით:

ა) „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართ­ვე­ლოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საბიუ­ჯე­ტო სესხის გასაცემად გამოიყოს საკრედიტო რესურსი 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კო­დექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, „საქართველოს 2014 წლის სახელმ­წი­ფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დამტკიცე­ბულ პროგრამულ კლასიფიკაციას დაამატოს პროგრამული კოდი „სამე­დი­ცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამუ­ლი კოდი - 35 03

06) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­ცია­ლური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორ­ცი­ე­ლოს ცვლილებები კვარტალურ განწერაში;

გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა­მინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით წარ­მოადგინოს წინადადებები კონკრეტული სამედიცინო დაწესებულები­სა­თვის გასაცემი სესხის ოდენობისა და სესხის გაცემასთან დაკავშირებული პირობების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი

. ღარიბაშვილი