2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№692
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016971
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№692

2014 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“, „ჰ3“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მიმდინარე წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ იგეგმება   განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის შემდეგი პროექტების განხორციელება:

ა) მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“;

ბ) ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი;

გ) მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში;

დ) სსიპ - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ სპექტაკლის „ცხოველების ფერმა“ დადგმა და გასტროლები დიდ ბრიტანეთში (რეჟისორი - გაი მასტერსონი);

ე) ქართული კულტურის პრეზენტაცია ქ. ბერლინში, პროექტით - „საქართველო ევროპის ნაწილია“;

ვ) საქართველოს მწერალთა სახლის რეაბილიტაცია;

ზ) ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“.

2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეისწავლოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზანშეწონილობა და მათ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმები და დაფინანსებასთან დაკავშირებული წინადადებები განსახილველად წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული ღონისძიებების შესასრულებლად საჭირო ფინანსური სახსრების მოძიება  განხორციელდება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და შესაბამისი უწყების წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                         ი .  ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.04.2014.
როდის იქნა მიღებული „2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე“?
„2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე“ მიღებულია 14.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №692. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016971.
სად არის „2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე“, №692, 14.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016971 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2329774/