„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №530 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №729
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №530 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №530 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სასკოლო ასაკის ბავშვებს შორის სპორტის პოპულარიზაციისა და მომავალი ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის შესაბამისი საზოგადოებრივი და საინფორმაციო სახის ღონისძიებების (მათ შორის, საზღვარგარეთიდან მოწვეული პირების მომსახურებისა და მათი საქართველოში ცხოვრებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საჭირო ხარჯების) დასაფინანსებლად.“;
ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო სამუშაოებისა და საზოგადოებრივი და საინფორმაციო სახის ღონისძიებების (მათ შორის, საზღვარგარეთიდან მოწვეული პირების მომსახურებისა და მათი საქართველოში ცხოვრებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საჭირო ხარჯების) უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში;“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური