„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1830 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2159
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 04/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2159

2011 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1830 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1830 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა.ა) სოფ. საყდარი-ესიერის გზის გაფართოება და ძელყორე ჯებირის მოწყობა;

ა.ბ) სოფ. ხელედის ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა გაბიონებით მდინარის მარჯვენა სანაპიროზე და მდინარის კალაპოტის გაწმენდა;

ა.გ) სოფ. ლუჯის ხიდთან მისასვლელის გამაგრება ძელყორე ჯებირებით და გადასასვლელის შევსება ხრეშით;

ა.დ) სოფ. შკედის ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა მდინარე ცხენშურაზე და კალაპოტის გაწმენდა‑გასწორხაზოვნება;

ა.ე) სოფ. სასაშში სტიქიის შედეგად დანგრეული ჯებირების რეაბილიტაცია და კალაპოტის გაწმენდა;

ა.ვ) სოფ. ჟახუნდერის ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა და გზის მოხრეშვა;

ა.ზ) სოფ. ბაბილის ნაპირსამაგრის მოწყობა მდინარე ცხენისწყალის მარჯვენა სანაპიროზე;

ა.თ) სოფ. ხელედში, მდინარე ხელედურაზე ხიდის რეაბილიტაცია;

ა.ი) სოფ. სასაშში, მდინარე სკიმრაშურაზე ხიდის რეაბილიტაცია;

ა.კ) რცხმელურის ტერიტორიული ერთეულის სოფლებში ყვედრეშსა და გვიმრალაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაცია (საცხოვრებელი სახლებისათვის სახურავების შეძენა);

ა.ლ) სოფ. ხოფურში, მდინარე ხოფრულაზე ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა და კალაპოტის გაწმენდა;

ა.მ) ლენტეხი-ლასკადურის გზის გაწმენდა მეწყრული ჩამონატანებისაგან;

ა.ნ) ვაჟა-ფშაველას ქუჩის გაწმენდა მეწყრული ჩამონატანებისაგან;“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            ნიკა გილაური