,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№618
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №618

2009 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის  გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და №9 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

  ,,2. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

  ა) ქ. ცაგერში კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩებზე და სოფელ ლაჯანაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებისა და ფასადების შეკეთება;

  ბ) ქ. ცაგერსა და ქვემო ცაგერის ტერიტორიულ ერთეულში სანიაღვრე არხების მოწყობა;

  გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების მოწყობა-რეაბილიტაცია;

  დ) ქ. ცაგერის კანალიზაციის ქსელის შეკეთება;

  ე) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვა;

  ვ) სანაგვე ურნებისა და თვითმცლელი მანქანის შეძენა;

  ზ) ქ. ცაგერის ქუჩებისა და სოფლების ცენტრების გარეგანათების მოწყობა;

  თ) ლ. ასათიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

  ი) ლესინდის კლუბის შენობის აღდგენა;

  კ) ქ. ცაგერში სპორტული დარბაზის შენობის სარემონტო სამუშაოები;

  ლ) ქ. ცაგერში გალერეის შენობის მაღლივი ნაწილის სახურავის აღდგენა;

  მ) ორბელის ტერიტორიული ორგანოს შენობის სარემონტო სამუშაოები;

  ნ) ლასურიაშის ტერიტორიული ორგანოს შენობის სარემონტო სამუშაოები;

  ო) ტვიშის ტერიტორიული ორგანოს შენობის სამშენებლო სამუშაოები;

  პ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის სახურავის აღდგენა;

  ჟ) ალპანის ტერიტორიული ორგანოს შენობის სახურავის აღდგენითი სამუშაოები;

  რ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.“.

 

პრემიერ-მინისტრი                     ნიკა გილაური